28.4.12

ტრენინგი ბლოგის შექმნაში

27-28 აპრილს ახალგაზრდული პროექტების წარმომადგენლებს ჩაგვიტარდა ტრენინგი ბლოგის შექმნის შესახებ. ვისწავლეთ ბლოგის შექმნა და მართვა. 
შევქმენით პროექტის ბლოგი,რომელზეც პერიოდულად დავდებთ ინფორმაციას, პროექტის მიმდინარეობის შესახებ. 
ტრენინგი ჩაატარა  CTC-ის თანამშრომელმა თეა მხეიძემ.
ტრენინგი განხორციელდა CTC-ის პროექტის "ზემო სვანეთში სათემო ინიციატივების ხელშეწყობა ახალგაზრდებისა და ორგანიზებული ჯგუფების გაძლიერების მეშვეობით" ფარგლებში.

პროექტის გამარჯვება

3 მარტს CTC_ის თანამშრომლები მოვიდნენ ჩვენს სკოლაში და გვამცნეს პროექტების გამარჯვება. მათ გაგვაცნეს ჟიურის შეფასება და რეკომენდაციები.  
ჩვენ ჟიურის შენიშვნების გათვალისწინებით შევიტანეთ შესწორებები პროექტში , ჩამოვაყალიბეთ იგი და გადავეცით CTC_ის თანამშრომლებს.

27.4.12

როგორ დავწერეთ პროექტი

CTC-ისპროექტის „ზემო სვანეთში სათემო ინიციატივების ხელშეწყობა ახალგაზრდებისა დაორგანიზებული ჯგუფების გაძლიერების მეშვეობით“ ფარგლებში 2011 წლის დეკემბერში გამოცხადდა მიკრო საგრანტო  კონკურსი ზემო სვანეთის ახალგაზრდებისთვის.

კონკურსის შესახებ შეგვატყობინა CTC_ის თანამშრომელმა ია გურჩიანმა.
იგი გვესტუმრა ეცერის I საჯარო სკოლაში და გაგვაცნო კონკურსის პირობების შესახებ.
ამის შემდეგ შევქმენით 5 კაცინი ჯგუფი და ერთოებლივად დავიწყეთ პროექტზე მუშაობა.
ჩვენ დავწერეთ პროექტი ''ბუნების დაცვის'' შესახებ.ეს პროექტი იყო ჩვენს სოფელში დაბინძურებული მდინარეების შესახებ.
ასევე ჩვენმა სკოლამ შექმნა მეორე პროექტი ''სიცოცხლის წყარო''. 
პროქტეები გავაცანით ჩვენი სკოლის დირექტორს და  მასწავლებლებს .
მათ შეიტანეს მცირე შესწორებები და პროქტები 2 თებერვალს წარვადგინეთ CTC_ის მესტიის ოფისში.