პრობლემა, რომელიც უკავშირდება პროექტს
პრობლემა ეხება სოფელ ეცერში წყლის დაბინძურების
პრობლემას. სოფელს შუაში ჩამოუდის მდინარე, რომელშიც კანალიზაცია ჩადის, მიდგმულია
ზედ ბოსლები.
პრობლემა ეხება მთელი სოფლის მოსახლეობას, რადგან
მდინარე სოფლის შუაში გადის, ბავშვები ბანაობენ მდინარეში და საფრთხე ექმნება მათ ჯანმრთელობას.
სხვა მცხოვრებლებთან ერთად, ჩვენც ამ სოფელში
ვცხოვრობთ.
პროექტის მიზანი
პროექტის მიზანია გააცნობიერონ წყლის დაბინძურების
პრობლემა და თავადვე მოიძიონ პრევენციის გზები.
დაგეგმილი საქმიანობები
- ინტერნეტში მოვიძიებთ იმფორმაციას თუ რა ზიანს აყენებს მოსახლეობას და ბუნებას დაბინძურებული წყალი.
- გადავიღებთ სურათებს, სადაც ასახული იქნება, რამდენად დაბინძურებულია ეცერში მდინარეები. (2 მდინარეა ეცერში)
- ბუკლეტის გაკეთება. (ბუკლეტში იქნება ინფორმაცია თუ რა ზიანს აყენებს დაბინძურებული მდინარე მოსახლეობას და ბუნებას. ასევე ბუკლეტში იქნება იმის ამსახველი ფოტოები, თუ როგორ ბინძურდება ეცერში მდინარეები)
- ზუგდიდში გამგაზვრება და 100-ამდე ბუკლეტის დაბეჭვდა.
- პლაკატების მომზადება შეხვედრა-განხილვისთვის „დაგვიცავით დაბინძურებისგან“.
- ეცერის მოსახლეობის და საკრებულოს წარმომადგენლებისა და რწმუნებულის მოწვევა შეხვედრა-განხილვაზე „დაგვიცავით დაბინძურებისგან“. (ინფორმაციას გავაცნობთ პირადად, შემოვივლით სოფელ ეცერს. ასევე გავაკრავთ ეცერის თემის სოფლებში პლაკატებს.)
- ეცერის მოსახლეობის და საკრებულოს წარმომადგენლებისა და რწმუნებულის მოწვევა შეხვედრა-განხილვაზე „დაგვიცავით დაბინძურებისგან“. (ინფორმაციას გავაცნობთ პირადად, შემოვივლით სოფელ ეცერს. ასევე გავაკრავთ ეცერის თემის სოფლებში პლაკატებს.)
- კლუბის მომზადება შეხვედრისთვის. (პლაკატების გაკვრა, სკამების განლაგება)
- შეხვერდისთვის საკვების ყიდვა
- ეცერის კლუბში მოსახლეობის შეკრება-განხილვა თემაზე „დაგვიცავით დაბინძურებისგან“. დაახლოებით 100-150 ადამიანი.(გავაცნობთ მოსახლეობას რა ზიანს აყენებს დაბინძურებული მდინარე ბუნებასა და მოსახლეობას. დავარიგებთ ბროშურებს. დისკუსია და მსჯელობა როგორ მოგვარდეს პრობლემა: სანაგვე ორმოს ამოთხრა, კანალიზაციის სისტემის მოწყობა. )
- პეტიციის შედგენა და ხელომოწერების შეგროვება. (ეს მოხდება შეხვერდაზევე)
- პეტიციის გადაცემა ადგილობრივი ხელისუფლებისთვის.