პროექტის ,,დავიცვათ ბუნება დაბინძურებისაგან" ფარგლებში დაგეგმილი იყო ბუკლეტების დაბეჭვდა, სადაც ინფორმაცია იქნება იმის შესახებ თუ რა ზიანს აყენებს დაბინძურებული მდინარე მოსახლეობას და ეკოსისტემას.
ასევე ბუკლეტში იქნება იმის ამსახველი ფოტოები თუ როგორ ბინძურდება ეცერში მდინარეები.
ჩვენმა პროექტის გუნდმა მოიძია და დაამუშავა ინფორმაცია, რომელიც განთავსდება ბუკლეტში, ასევე გადავიღეთ ფოტოები, რომლებიც დაიბეჭდება ბუკლეტში .
ბუკლეტს დავბეჭდავთ ზუგდიდში.
ბუკლეტებს დავარიგებთ შეკრება-განხილვაზე ,რომელიც ჩატარდება ეცერის კლუბში 21 ივნისს.შეკრება-განხილვაზე მოწვეული იქნება ეცერის მოსახლეობა.
პროექტი ხორციელდება " CTC_ის პროექტის ,,ზემო სვანეთში სათემო ინიციატივების ხელშეწყობა ახალგაზრდებისა და ორგანიზებული ჯგუფების გაძლიერების მეშვეობით " მხარდაჭერით.