21.6.12

დისკუსია ეცერში თემაზე„დავიცვათ ბუნება დაბინძურებისგან"

2012 წლის 21 ივნისს ეცერის საჯარო სკოლაში  CTC-ის ზემო სვანეთის პროექტის ,,ზემო სვანეთში სათემო ინიციატივების ხელშეწყობა ახალგაზრდებისა და ორგანიზებული ჯგუფების გაძლიერების მეშვეობით''  მხარდაჭერით   გაიმართა დისკუსია თემაზე  ,,დავიცვათ ბუნება დაბინძურებისგან"  . დისკუსიაში მონაწილება მიიღეს ეცერის საჯარო  სკოლის მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა, ეცერის თემის წარმომოადგენლებმა, თემის რწმუნებულმა  და დეპუტატმა. 
დისკუსია განხილვის რეჟიმში ეცერის მოსახლეობამ ისაუბრა  ეცერში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე მდინარეების დაბინძურების მხრივ.
დისკუსიის დროს დარიგდა ბროშურები, რომელშიც  ინფორმაცია არის თუ რა ზიანს აყენებს ადამიანს დაბინძურებული მდინარეები, ასევე ჩვენს მიერ გადაღებული ეცერის დაბინძურებული მდინარეების ფოტოები. 
ბროშურა მომზადებულია ეცერის საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ   CTC-ის ზემო სვანეთის პროექტის ,,ზემო სვანეთში სათემო ინიციატივების ხელშეწყობა ახალგაზრდებისა და ორგანიზებული ჯგუფების გაძლიერების მეშვეობით'' ფინანსური მხარდაჭერით.


12.6.12

პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობები

პროექტის ,,დავიცვათ ბუნება დაბინძურებისაგან" ფარგლებში დაგეგმილი იყო  ბუკლეტების დაბეჭვდა, სადაც ინფორმაცია იქნება იმის შესახებ თუ რა ზიანს აყენებს დაბინძურებული მდინარე მოსახლეობას და ეკოსისტემას.
ასევე ბუკლეტში იქნება იმის ამსახველი ფოტოები თუ როგორ ბინძურდება ეცერში მდინარეები.
ჩვენმა პროექტის გუნდმა მოიძია და დაამუშავა ინფორმაცია, რომელიც განთავსდება ბუკლეტში, ასევე გადავიღეთ ფოტოები, რომლებიც დაიბეჭდება ბუკლეტში .
ბუკლეტს დავბეჭდავთ ზუგდიდში.
ბუკლეტებს დავარიგებთ შეკრება-განხილვაზე ,რომელიც ჩატარდება ეცერის კლუბში 21 ივნისს.შეკრება-განხილვაზე მოწვეული იქნება ეცერის მოსახლეობა.